მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელსაც ხაოს ან მსხლის ფორმა აქვს. პოლიპი შეიძლება გაჩნდეს როგორც საშვილოსნოს ღრუში, ისე ცერვიკალურ არხში და საშვილოსნოს ყელზეც, იყოს ერთეული ან მრავლობითი. მრავლობით პოლიპს საშვილოსნოს პოლიპოზს უწოდებენ. პოლიპების უმრავლესობა ფართო ფეხით არის დაკავშირებული ლორწოვან გარსთან, თუმცა არსებობს პოლიპები გრძელ ფეხზეც.
არსებობს დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი: ჰორმონული და ქირურგიული.
ჰორმონული მკურნალობა ძირითადად დაავადების საწყის სტადიაში ინიშნება.
ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდი გახლავთ – ლაპარასკოპია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის კერების ელექტროკოაგულაცია ხდება.
ლაპაროსკოპიული ოპერაცია ძირითადად ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციაში ტარდება, რადგან ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსის მოუწესრიგებლობა იწვევს ენდომეტრიოზის განმეორებას, რეციდივს.
თუ რომელი მეთოდით გესაჭიროებათ მკურნალობა, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
პირველ რიგში სასურველია ვიზიტი განახორციელოთ გინეკოლოგთან.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი თავად მოგაწვდით ინფორმაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !