მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. თუ ბავშვი იმყოფება მთლიანად ბუნებრივ კვებაზე, მენსტრუაცია ხშირად ლაქტაციის პერიოდის დასრულების (ერთი წლის შემდეგ) შემდეგ დგება.
თუ დედა ბავშვს ძუძუსთან ერთად დამატებით საკვებსაც აძლევს, მაშინ მენსტრუაცია შეიძლება დადგეს ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდეც და დასრულების შემდეგაც. (თუმცა ზოგადად, ციკლის აღდგენა ბუნებრივი კვების დროსაც კი ინდივიდუალურია).
თუ ბავშვი თავიდანვე შერეულ კვებაზეა, ანუ იღებს დედის რძესაც და ხელოვნურ საკვებსაც, მაშინ დედას მენსტრუაცია აღუდგება მშობიარობიდან 3-4 თვეში.
თუ ქალი ბავშვს ძუძუთი არ კვებავს, ანუ ბავშვი თავიდანვე ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ მენსტრუაცია აღდგება მშობიარობიდან 10-12 კვირაში.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოასასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მშობიარობიდან ციკლი რა დროში უნდა დაიწყოს?
პასუხი: