ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ. პასუხებისთვის და თუ შეიძლება კიდევ მინდა გკითხოთ. გავიკეთე პაპ ტესტი. ასე გამოიყურება. გამოკვლეულ მასალაში აღინიშნება ზედაპირული და შუამდებარე ეპითელიოციტები. მეტაპლაზური უჯრედები. მრავალბირთვიანი უჯრედები. Tricomonas vaginalis - ერთეული პოპულაციები. კოკობაცილური ფლორით დაფარული უჯრედები. კანდიდას ტიპის სოკოს ბლასტოსპორები. ჭარბი რაოდენობით ნეიტროფილური ლეიკოციტები. ფონი წარმოდგენილია დესტრუქციული უჯრედების მასებით. ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა აღმოჩნდა s. Aureus ზომიერი ზრდით. ნაცხის ბაქტერიოსკოპია ლეიკოციტები დიდი რაოდენობით. კოკები დიდი რაოდენობით სპორა დიდი რაოდენობით. ლორწო მცირე რაოდენობით. ჯერ ვერ ვახერხნბ ექიმთან მისვლას. თუ შეიძლება მითხარით რამე საშიში ხომ არ არის. ექვემდებარება თუ არა მკურნალობას. ძალიან ვნერვიულობ. თან მინდა ორსულობის დაგეგმა. მკურნალობის შემდეგ. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
დიაგნოზის დასმა დისტანციურად, მხოლოდ ამ ანალიზების საფუძველზე არაკორექტული და არაკომპეტენტური იქნება.
სასურველია ეწვიოთ ექიმ–სპეციალისტს, რომელიც წინა შეტყობინებებში გირჩიეთ, გინეკოლოგი შეკრებს ანამნეზს, მოისმენს თქვენს ჩივილებს და ჩაატარებს ფიზიკურ გასინჯვას.
ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სწორი ორიენტირის, რეკომენდაციების და მოქმედების გეგმის არჩევა.
თუ გსურთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, შეგიძლიათ წინასწარ ჩაეწეროთ ვიზიტზე.
საჭიროების შემთხვევაში ისინი გადაგამისამართებენ სხვა სპეციალისტთან.
რაც შეეხება ორსულობის დაგეგმვას, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც დაგხვდებათ თბილი გარემო და მზრუნველი მედ–პერსონალი, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან, ორსულობის დაგეგმარებასა და მის მართვაში.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია საშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა