სითხე საშვილოსნოს ღრუში - გინეკოლოგია

კითხვა: მითხრეს რომ მაქვს საშვილოსნოში 50მლ სითხე და მაინტერესებს რამდენად საშიშია და თუ შეილება მუცლის ტკივილები თავბრუსხვევა და უძილობა გამოიწვიოს
პასუხი:

მოგესალმებით,
საზოგადოდ, საშვილოსნოს ღრუში (დუგლასის ფოსოში) სითხის არსებობა ყველაზე ხშირად პოსტოვულაციურ პერიოდს ემთხვევა. მომწიფებული ფოლიკული ოვულაციის დროს სკდება და მისი შიგთავსი მცირე მენჯის ღრუში ჩაიღვრება, რაც ფიზიოლოგიურია და, რა თქმა უნდა, საშიში არ არის. დუგლასის ფოსოში სითხის არსებობა შესაძლოა ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებდეს. ესენია: გარეთა ენდომეტრიოზი, საკვერცხის ცისტის აპოპლექსია (გასკდომა), საკვერცხის ცისტის შემოგრეხა, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებადი პროცესები, პელვიოპერიტონიტი, ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა.
რაც შეეხება, თქვენს მიერ აღნიშნულ სიმპტომებს, თავბრუსხვევასა და უძილობას, ცხადია,ზემოთაღწერილი პათოლოგიური პროცესების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მათთან დაკავშირებული და მათი თანმხლები იყოს.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ვიზიტზე ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, რომელიც ანამნეზის შეკრების და ობიექტური გასინჯვის შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
"ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
გაცნობებთ რომ, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ განახორციელოთ ვიზიტი, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა