სქესობრივი აქტის დროს ტკივილი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. სექსუალური აქტის დროს მაქვს ტკივილი სიღრმეში ხან მარჯვენა საკვერცხის მხარეს ხან კი მარცხნივ, არის ძალიან შემაწუხებელი ტკივილი რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რა გამოკვლევები არის საჭირო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა.
ტკივილი საკვერცხეების მიდამოში, მიუთითებს, რომ სქესობრივი აქტის გამო, სისხლის გაძლიერებული ცირკულაციის პირობებში, ვლინდება იქ არსებული პათოლოგიის შედეგი, ტკივილის სახით და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც უშუალოდ საკვერცხეების ანთებით პროცესებს, ისე საშვილოსნოში არსებულ პათოლოგიას.
სასურველია, დროულად მიმართოთ გინეკოლოგს რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის გართულება.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა