საკვერცხის ცისტა - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.6 წლის წინ გავიკეთე საკეისრო,იმის შემდეგ ორსულად არ ვყოფილვარ,მაქვს საკვერცხეების არეში ტკივილი ზოგჯერ და ფეხებზე მაგრამ ტკივილი ძლიერია.ასევე მუცელი მებერება მუცელი ისე თითქოს ორსული ვიყო.გავესინჯე და ქირურგმა მითხრა შიგნის საშვილოსნო გაკერილი გაქვს და ძაფით არი ისე უხეშად გაკერილიო ვინ არ დაგინდო ასეო.ანუ ძაფი რომელიც საშვილოსნო იკერება აქამდე არ უნდა გაეწოვა და რა საშიშროება მელის თუ არ მივხედე?
პასუხი:

მოგესალმებით,დისტანციურად რთულია ზუსტად და ამომწურავად გიპასუხოთ, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.
საშვილოსნოს ყელის გასაკერად, თანამედროვე მედიცინაში, გამოიყენება "კეტგუტი" - საოპერაციო ძაფი, რომელიც 5-6 დღეში გაიწოვება და არ საჭიროებს "ამოღებას". მუცლის შებერვას შესაძლოა იწვევდეს საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) , ესაა საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა.
მისი სიმპტომებია:

  • არარეგულარული ან/და მტკივნეული ან/და ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;
  • მცირე მენჯის ღრუს ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდულად ყრუ ხასიათის და შეიძლება გადაეცემოდეს წელის და თეძოების მიდამოში;
  • ტკივილი მენსტრუაციის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ;
  • დისპარეუნია – ტკივილი კოიტუსის (სქესობრივი აქტი) დროს ან მის შემდეგ;
  • მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმის შეგრძნება;
  • შარდის ბუშტის სრულ დაცლასთან დაკავშირებული პრობლემები.

რომ გამოირიცხოს ცისტის არსებობა და ზუსტი დიაგნოზი დაისვას, საჭიროა ჩაიტაროთ ექოსკოპიური გამოკვლევები. მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.
შემოგთავაზებთ აქციას სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევაზე ოთხშაბათს, 75 ლარად 191 ლარის ნაცვლად:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია;
  • მცირე მენჯის გამოკვლევა უახლესი ექოსკოპიური აპარატით;
  • კოლპოსკოპია;
  • პაპ–ტესტი.

გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა