გინეკოლოგიური კვლევები - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ერთი თვის წინ შევიწყვიტე ორსულობა ნაყოფის განვითარების პრობლემის გამო, მოხდა პრეპარატის მიღება და შემდეგ გამოტუმბვა, ამის შემდეგ მომივიდა ციკლი, გადავიღე ექოსკოპია და მითხრა ექიმმა რომ ყველაფერი მაქვს წესრიგში, მაინტერესებს რა გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი (ბაქტერიებზე ან ვირუსებზე) სანამ ახალ ორსულობას დავგეგმავ და რამდენ ხანშია რეკომენდირებული დაორსულება
პასუხი:

მოგესალმებით, 

ასეთ სერიზოულ საკითხთან დაკავშირებით, დისტანციურ რეჟიმში,  ინსტრუმენტულ,  კლინიკურ–ლაბორატორიული გასინჯვისა და კვლევების გარეშე პასუხის გაცემა ჩვენი მხრიდან არაპროფესიული იქნება.

ანამნეზის შეკრებისა და რიგი ნიუანსების გათვალისწინებით, მკურნალი ექიმი თავად გეგმავს, რა კვლევების ჩატარება ესაჭიროება ამა თუ იმ პაციენტს, ყველა პაციენტთან  რეკომენდაცია, რა თქმა უნდა ინდივიდუალურია.

ამიტომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მიმდინარეობს აქცია სრულ გინეკოლოგიურ კვლევაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის  და ჩასაწერად დაგვიკაშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა