კითხვა: ოფლიანობა,წნევები,წონის მომატება და ბევრი სხვა უბედურება კლიმაქსი რომ უწოდებენ მაგან და რა მეშველება?სიცოცხლის ინტერესი დავკარგე,ვერაფრით ვიკლებ წონაში და გამაგიჟა ამ მდგომარეობამ.მადლობა,თუმც ვიცი ვერაფერს კონკრეტულს ვერ მეტყვით
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შევეცდებით, მოგაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • რა არის მენოპაუზა;
  • რა ასაკში გვხვდება მენოპაუზა;
  • ადრეული მენოპაუზის მიზეზები;
  • მენოპაუზის სიმპტომები;
  • მენოპაუზის მკურნალობა.

მენოპაუზა, ეს არის მენსტრუალური ციკლის პერმანენტული, მყარი შეწყვეტა, მას პაციენტები კლიმაქსსაც უწოდებენ. მას ახლავს პრე და პოსტმენოპაუზური ცვლილებები.
ე.წ. კლიმაქტერული პერიოდი არის მთელი რიგი პროცესი, მანამ სანამ მენსტრუალური ციკლი საბოლოოდ შეწყდება. ეს პერიოდები, ჩვეულებრივ, მიმდინარეობს რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში.
კლიმაქსი, როგორც წესი, გვხვდება 45-დან 55 წლამდე ასაკში, როდესაც ქალის ესტროგენის დონე მცირდება. იგი გამოწვეულია სხეულის სასქესო ჰორმონების ბალანსის ცვლილებით, რასაც ასაკის მატება განაპირობებს.
თუმცა, არსებობს ნაადრევი ან ადრეული მენოპაუზა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ასეთი პათოლოგია კი, გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა:

  • ოოფორექტომია (საკვერცხეების ამოღება);
  • ქიმიოთერაპია;
  • რადიაციული თერაპია;
  • საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;
  • დაუნის სინდრომი;
  • ადისონის დაავადება.

ქალების უმეტესობა განიცდის მენოპაუზის სიმპტომებს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება საკმაოდ მკაცრი იყოს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე.

menopauza


მენოპაუზის საერთო სიმპტომებია:

  • ღამის ოფლიანობა;
  • ვაგინალური სიმშრალე;
  • ძილის დარღვევები;
  • შფოთვა;
  • მეხსიერების პრობლემა;
  • წონის მატება;
  • შენელებული მეტაბოლიზმი;
  • კანის სიმშრალე;
  • თმიანი საფარველის შეთხელება.

მენოპაუზის განსაზღვრისათვის და დაზუსტებისთვის, ზოგჯერ აუცილებელია სისხლში რეპროდუქციული ჰორმონების დონის განსაზღვრა.
მენოპაუზა არ საჭიროებს მკურნალობას, თუმცა, სიმპტომების შემსუბუქებისა და გართულებების თავიდან არიდების თვალსაზრისით, ინიშნება:

  • ჰორმონული-ჩანაცვლებითი თერაპია;
  • ესტროგენის შემცველი ტაბლეტები;
  • ანტიდეპრესანტები.

გარდა ამისა, აუცილებელია, დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი, დრო დაუთმოთ ფიზიკურ აქტივობას და ეცადოთ, თავი აარიდოთ სტრესს.
თქვენზე მორგებული მკურნალობის თვალსაზრისით, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებსა და გინეკოლოგის კონსულტაციაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-sruli-ginekologiuri-gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad/26396

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ მობრძანებას, ქოლცენტრში დარეკვისას, სასურველია, დააფიქსიროთ, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ „შეკითხვა ექიმმა“.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა