ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, გთხოვთ მიპასუხოთ,ოთხ ჰორმონზე გავიკეთე ანალიზი FSH-7.6, LH-11.2, DHEA-3.4, 17-OH Progester-1.8, ეს პასუხები მომივიდა და მაინტერესებს რამე საშიში ხომ არ არის და თუ უშლის ეს პასუხები ხელს დაორსულებას? დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ ციფრების მიხედვით ,სავარაუდოდ ანალიზები ნორმაშია, თუმცა, ამ მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული, ამიტომ სასურველია ნორმის ფარგლები განისაზღვროს იმ კლინიკაში სადაც ანალიზი ჩატარდა.
გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
უშუალო ვიზიტისას შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა, ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი–გინეკოლოგი დაგინიშნავთ შესაბამის და ინდივიდუალურ მკურნალობას, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა