ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა პაპ ტესტში ამოვიდა ასეთი პასუხი. ბრტყელი ეპითელიუმის რაოდენობა ჭარბი,ჯირკვლოვანი ეპითელოუმის რაოდენობა ზომიერი,ბრტყელი ეპითელიუმის ცვლილებები,ენდოცერვიქსის ჯირკვლოვანი უჯრედების ცვლილებები ნორმა,ინფექციური აგენტები კანდიდა.ნეიტროფილური ლეიკოციტები ჭარბი.ლაქტობაცილები ზომიერი. დიაგნოზი ნილმ.რომ მითხრათ ზუსტად სანამ ექიმს ვაჩვენებ მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც ჩანს თქვენ უკვე გაეცანით ჩვენს პასუხს PAP ტესტთან დაკავშირებით, შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
NILM - ნეგატიური ინტრაეპითელური დაზიანებაა, PAP- ტესტის დიაგნოზით თქვენს ნაცხში აღმოჩნდა პათოლოგიური უჯრედები, გაქვთ საშვილოსნოს ყელის ანთება, გამოწვეული კანდიდას ტიპის სოკოთი.
ცვლილებები კი გამოწვეულია ანთებით, რომელიც საჭიროებს მკურნალობას.
მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ობიექტურად შეფასდება თქვენი მდგომარეობა და დაგენიშნებათ ადეკვატური მკურნალობა.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა