ბოქვენის ძვლის ტკივილი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, წინასწარ გიხდით მადლობას. მაინტერესებს, ბოქვენის ძვლების ტკივილს 60 წლის ასაკში ეწოდება თუ არა სიმფიზიტი? რას მირჩევთ ამასთან დაკავშირებით ან რომელი სპეციალიზაციის ექიმს მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
სიმფიზიტი კრებითი ტერმინია, რომელიც გულისხმობს შემდეგ პათოლოგიებს:

  • სიმფიზის ანთება;
  • სიმფიზიოპათია;
  • ბოქვენის ძვლების დაშორება და ა.შ.

სიმფიზიტის დიაგნოსტირება ძნელი არ არის. დაავადების ამოცნობა კლინიკური სურათითაც ადვილია. დიაგნოზს ადასტურებს პალპაცია – ბოქვენის ძვლის ხელით გასინჯვა.
სიმფიზიტის ხარისხის და შემდგომი კონტროლის მიზნით კი, გამოიყენება ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კვლევები.
თქვენს შემთხვევაში ჩივილის გამომწვევი არის თუ არა სიმფიზიტი, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ. რადგან ზოგადად ეს პათოლოგია, თავს იჩენს ორსულობისას. თქვენს შემთხვევაში შესაძლოა, ტკივილს იწვევდეს როგორც ტრავმა, ისე დიასტაზი (ბოქვენის სახსრის დაცილება) ან სხვა პათოლოგია.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგის კონსულტაცია + ექოსკოპია ყველაზე დაბალ ფასად. ვრცლად იხილეთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/full-article/sashemodgomo-ginekologiuri-aqcia-15-larad/31556

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა