მშობიარობის შემდგომი მენსტრუაცია, სუბფებრილური ტემპერატურა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 7 თვის ნაკეისრალი ბუნებრივზე მყავდა სამი თვე სექტემბრის 20ში მომივიდა პირველად მეენსტრუაცია და დღემდე ველოდები ორსულად არ ვარ სიცხეები მაქვს მალმალე
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • ძუძუთი კვება და მენსტრუალური ციკლი;
  • რაზეა დამოკიდებული მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაცია;
  • მშობიარობიდან რამდენ ხანში იწყება მენსტრუაცია;
  • რა არის სუბფებრილური ტემპერატურა.

დასაზუსტებელია, ხომ არ ხარ მეძუძური, რადგან ძუძუთი კვების დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი პროლაქტინი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამოყოფაზე და ამასთან ხელს უშლის საკვერცხეებში ჰორმონების გამოყოფას, შედეგად კი არ ხდება ოვულაცია და მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლიც არ იწყება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაცია ბავშვის დაბადების შემდეგ დამოკიდებულია ლაქტაციის პროცესზე და ჰორმონების სეკრეციაზე. თუმცა, ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს.
მხოლოდ ძუძუთი კვების დროს ნორმაში მენსტრუაცია იწყება მშობიარობიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ხელოვნური ნარევების გამოყენებისას ეს პერიოდი უფრო ხანმოკლეა და მენსტრუაცია აღდგება უკვე 3-4 თვის შემდეგ, ხოლო ძუძუთი კვების სრულად შეწყვეტისას – სამი თვის შემდეგ.

სუბფებრილური ტემპერატურა

37-38° გრადუსის ფარგლებში მერყევი ან, როგორც მედიკოსები ვამბობთ, სუბფებრილური ტემპერატურა შესაძლოა, იყოს როგორც მძიმე, ისე მსუბუქი დაავადების სიმპტომი.
სუბფებრილური ტემპერატურის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსიტირებისათვის საჭიროა ობიექტური გასინჯვა და ანამნეზური მონაცემების შეჯერება.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი. შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა