მოგესალმებით,
საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფცია ანუ სპირალი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, ის მექანიკური პრინციპით მუშაობს და ორგანიზმზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს.
იგი ორნაირია, ჰორმონული და სპილენძის. პროგესტერონის წყალობით საშოს ლორწო საგრძნობლად სქელდება და სპერმას საშვილოსნოში მოხვედრას არ ანებებს.
სპირალი პატარა, 2,5 სმ-იანი T-ს ფორმის მოწყობილობაა, რომელიც საშოში თავსდება. მისი მუშაობის პრინციპი ასეთია: სპერმატოზოიდი მიჰყვება სპირალს და შემდეგ ისევ ქვემოთ ჩამოდის, სპირალი მას პრაქტიკულად წრეზე ატრიალებს, რის გამოც ის ვერ აღწევს მილებში და ჩასახვის პროცესი ფერხდება.
საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენების დროს ადრეულ გართულებებს მიეკუთვნება:
- დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში;
- წელის ტკივილი;
- მუცლის ქვედა ნაწილში კუმშვების შეგრძნება;
- სისხლიანი გამონადენი.
პროცედურამდე ჩაგიტარდებათ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები. რადგან აუცილებელია, რომ ორგანიზმი თავისუფალი იყოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან.
ჩვენს კლინიკაში საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფციის ღირებულებაა 120 ლარი, ხოლო გინეკოლოგთან კონსულტაციის – 50 ლარი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!