მოგესალმებით,
თქვენს შემთხვევაში საქმე ეხება პრემენსტრუალურ სინდრომს. მოგაწვდით ინფორმაციას.
ზოგადად, პრემენსტრუალური სინდრომის 150 სიმპტომს გამოყოფენ. თუმცა, რა თქმა უნდა ნებისმიერ ქალს, ყველა სიმპტომი არ გამოუვლინდება.
ზოგადად პმს (პრემენსტრუალური სინდრომი) რთული პათოლოგიური სიმპტომოკომპლექსია, რომელიც მენსტრუაციის წინა დღეებში ვითარდება და ვლინდება ნერვულ-ფსიქიკური, ვეგატატიურ-სისხლძარღვოვანი და ენდოკრინული დარღვევებით.
ნიშნები ვლინდება მენსტრუაციის დაწყებამდე 2-14 დღით ადრე და ქრება მის დაწყებასთან ერთად.
ყველაზე დამახასიათებელ სიმპტომებს შორისაა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის რევის შეგრძნება, მეტეორიზმი. რომელთა ხასიათის, ხანგრძლივობისა და ინტენსივობის მიხედვით პმს იყოფა მსუბუქ და მძიმე ფორმებად.
პრემენსტრუალური სინდრომის დამოუკიდებლად მკურნალობა არ არის მართებული და ემსახურება, მხოლოდ მდგომარეობის დროებით გაუმჯობესებას.
აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
კვალიფიციური მოსაზრების მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას, განსაზღვრავს პრემენსტრუალური სინდრომის ხარისხს და ამის შემდეგ დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !