კითხვა: გამარჯობა, საკეისრო კვეთის შემდეგ რამდენი დღე იმუშავებენ ჭრილობას და ხსნარებია საჭირო?
პასუხი:
მოგესალმებით,
რამდენ ხანს გასტანს ჭრილობის შეხორცების პროცესი ეს დამოკიდებულია გამონადენის ხასიათზე და ნაწიბურის შეხორცების სხვა თავისებურებებზე, თუ ყველაფერი რიგზეა, გამოწერიდან 1 კვირა საკმარისია. სხვა შემთხვევებში ვადას ექიმი განსაზღვრავს.
მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:
- არ აწიოთ სიმძიმეები (სიმძიმეებში იგულისხმება ახალშობილზე მეტი წონის ნივთი);
- მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატირთვას;
- სთხოვეთ ექიმს დაწვრილებით აგიხსნათ, როგორ დაიმუშაოთ ნაჭრილობევი სახლის პირობებში
- არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციები – სწორედ ექიმი გირჩევთ, როგორ აიცილოთ თავიდან გართულება, რა უნდა გააკეთოთ და რა არა და გჭირდებათ თუ არა რაიმე, სხვა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მეან–გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძესთან კონსულტაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !