გარე ორსულობა - გინეკოლოგია

კითხვა: ძალიან გთხოვთ მომწეროთ ,რა ჯდება ერთ თვეზე გარეორსულობის შეწყვეტა თქვენთან, და ერთ თვეზე აბორტიც
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოსგარე ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და განვითარება ხდება არა საშვილოსნოს ღრუში, როგორც ნორმალური ორსულობის დროს, არამედ მის გარეთ , კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებში ან მუცლის ღრუს ორგანოებზე. შემთხვევათა 99%-ში იგი ვითარდება კვერცხსავალ , ანუ ფალოპის მილში.
კვერცხსავალ მილებში არსებული ანთებითი ცვლილებების დროს მილის სანათურის დიამეტრი ვიწროვდება ან ვითარდება ჩიხები და ჯიბეები, რაც განაპირობებს ფალოპის მილების ფიზიოლოგიური პერისტალტიკის შესუსტებას ან სრულ გაქრობას. შედეგად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვეღარ გადადის საშვილოსნოს ღრუში და მილში რჩება, ამის შემდეგ კი სადღაც მიემაგრება მის კედელს და იწყებს ზრდას.
მკურნალობის ოპერაციული მეთოდი ინდივიდუალურია, ხოლო ღირებულება დამოკიდებულია, რომელ ორგანოში მოხვდება ჩანასახი. მილისმიერი და საკვერცხისმიერი ორსულობის დროს ტარდება ლაპარასკოპიული ოპერაცია. თუ სანაყოფე პარკი მილის ისთმურ ნაწილში, საშვილოსნოს ტანთან ახლოს, ან შუა დონეზეა, მილი ვერ გადარჩება – მისი ამოკვეთა გარდაუვალი იქნება, მაგრამ თუ საკვერცხესთან ახლოს მდებარე ნაწილშია, გამოცდილმა ქირურგმა შესაძლოა მოაცილოს სანაყოფე გარსი, ქორიონული (ჩანასახოვანი) ქსოვილი და შეინარჩუნოს მილი. საკვერცხისმიერი ორსულობის დროსაც, მდგომარეობის კვალობაზე, ხდება ან საკვერცხის ნაწილის, ან მთელი საკვერცხის ამოკვეთა. ასეთი აბორტი აუცილებლად სტაციონარულ პირობებში უნდა ჩატარდეს, რადგან დიდია საშვილოსნოდან პროფუზული, ძლიერი სისხლდენის ალბათობა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძესთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, არის ნიუანსები რომელიც მხოლოდ პაციენტის და ექიმის ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს.
ექიმი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, როგორც ქირურგიულ მკურნალობაზე, ისე ოპერაციის ღირებულებასა და გადახდის პრინციპებზე.
გაცნობებთ, რომ გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა