ლაბორატორიული კვლევის პასუხი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, ციკლიდან 8-ე დღეს ავიღე ანდროგენების ანალიზი : თავისუფალი ტეტსოსტერონი ნორმაა 2.85 მდე და მაქვს 3.86, 17 ოჰ პროგესტერონი ნორმაა ფოლიკულურ ფაზაში 0.8 მდე და 1.40 მაქვს, დეჰიდროეპიანდროსტერნ სულფატი ნორმაა 5.12 მდე და მაქვს 4.06 . ამ ფონზე ექიმი მეუბნება ფოლიკულებს დავაკვირდეთ თუ ხდება ოვულაცია, მაშინ იარინათი არ გავთიშოთ და ანდროგენებს დექსამეტაზონით და ვეროშპირონით ვუმკურნალოთო. რას მირჩევთ თქვენ?? წონას ხომ არ მომმატებს დექსამეტაზონი? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ ოდნავ მაქვს მომატებული და არ არის საჭირო მედიკამენტების ჩარევა. დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის პასუხის თანახმად, მაჩვენებლები ნორმაშია.
თქვენ მკურნალობთ ექიმი–სპეციალისტის რეკომენდაციით, შესაბამისად ვფიქრობთ, ის გაითვალისწინებდა მრავალ სხვა ფაქტორს, რის მიხედვითაც აღნიშნული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები ნიველირებული იქნება .
სავარაუდოდ, ამ მკურნალობის შემდეგ, საჭირო იქნება განხორციელდეს ფოლიკულის მონიტორინგი.
ამიტომ, სთხოვეთ თქვენს გინეკოლოგს გაგარკვიოთ ვითარებაში და მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მკურნალობის შესახებ.
მხოლოდ ამ ლაბორატორიული კვლევის პასუხის მიხედვით, ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !  

გამოაგზავნეთ შეკითხვა