გამონადენი საშვილოსნოდან - გინეკოლოგია

კითხვა: მაქვს ქავილი საშოს გარედან გარშემო და მწვანე ფერის გამონადენი რისი ბრალია ?
პასუხი:

მოგესალმებით,
საშოდან მცირე რაოდენობით გამჭვირვალე გამონადენის არსებობა, ჩვეული, ფიზიოლოგიური მოვლენაა.
ეს ლორწო საშვილოსნოს ყელიდან ბუნებრივად წარმოიქმნება.
საშოდან ანომალური გამონადენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ინფექციის ნიშანია. ხშირად ინფექცია ისეთი რამითაა გამოწვეული, რაც საშოში არსებული ბაქტერიის ან საფუარას ბუნებრივ ბალანსს არღვევს, მაგალითად საშოს შიგნიდან დაბანა, ან ინფექციის შეძენის მეორე გზა სექსუალური კავშირია.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
● რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს;
● ბაქტერიული ვაგინოზი - საშოს ბაქტერიული ინფექცია;
● გონორეა ან ქლამიდია - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, რომლებიც ბაქტერიითაა გამოწვეული;
● გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც მარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ამიტომ, შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებს, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა