მოგესალმებით,
ამენორეა არის მენსტრუაციის არ ქონა - ერთი ან მეტი მენსტრუალური პერიოდის გამოტოვება.
ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი. ამენორეის ბუნებრივი მიზეზები ნორმალური ცხოვრების პირობებში, შესაძლოა იყოს: ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, მენოპაუზა, დაბალი წონა, ზედმეტი ვარჯიში, სტრესი, ნაადრევი მენოპაუზა , რეპროდუქციულ ორგანოებთან ან ჰორმონების მარეგულირებელ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები. და ა.შ.
ექოსკოპიის მხოლოდ ამ მონაცემის მიხედვით, ვერც დიაგნოზს დაგისვამთ და ვერც მედიკამენტზე მიგითითებთ ,ვინაიდან ამენორეის გამომწვევი მიზეზის მიხედვით უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა,რაც დისტანციურად შეუძლებელია .
აუცილებელია განახორციელოთ ვიზიტი სპეციალისტთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც თქვენი მდგომარეობის ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ 49 წლის და მაისის შემდეგ ციკლი არ მომივიდა.დავლიე დიუფასტონი და ვიყავი ექოსკოპიაზე , სადაც მითხრეს რომ ენდომეტრიუმი 4მმ -ია.შემიძლია თუ არა დავლიო ფემოსტონი რათა ციკლი მომივიდეს?
პასუხი: