ხაჭოსებრი გამონადენი მეძუძურობის დროს - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ მეძუძური დედა პატარა 1წლის ხდება. მქონდა საშოს ქავილი ამიტომ ვიბანდი სოდიანი წყლით.ქავილი შემიმცირდა მაგრამ დამეწყო მცირე რაოდენობით ხაჭოსებური უსუნო გამომადენი. ამჟამად ვიმყოფები სოფელში და ვერ მივდივარ ექიმთან .რა შეიძლება ლაქტაციის პერიოდში გამოვიყენო რომ არ გამირთულდეს სანამ ექიმამდე მივალ. კლოტრიმაზოლის მაზი მირჩიეს მაგრამ ვერ გავრისკე ექიმის გარეშე გამოყენება .მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, სავარაუდოდ ჩივილის გამომწვევია სოკოვანი ინფექცია, რომელსაც კანდიდოზის სახელითაც ხშირად იხსენიებენ. ამ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება. სოკოვანი ვაგინიტის დროს გამოხატულია ისეთი სიმპტომები როგორციაა:

  • საშოს შეწითლება;
  • ტკივილი;
  • ქავილი;
  • ხაჭოსებრი გამონადენი.

ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძაფრად არის გამოხატული სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ.
რაც შეეხება კლოტრიმაზოლს, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, პრეპარატის დანიშვნის მიზანშეწონილობა უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად ექიმის მიერ. ამიტომ გთხოვთ, თავი აარიდოთ მის დამოუკიდებლად მიღებას.
თუ შეძლებთ თბილისში ჩამობრძანებას, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავზებთ გინეკოლოგის კონსულტაციას + ექოსკოპიურ კვლევას, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/sashemodgomo-ginekologiuri-aqcia-15-larad/31556

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა