პაპილომა ვირუსი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,პაპილომა ვირუსზე აცრა 25 წლის ასაკში შეიძლება? და ვის მივმართო ამასთან დაკავშირებით
პასუხი:

მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,
ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციის და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, მათ შორისაა: კიბოსწინარე დაზიანებები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს კიბოში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციების უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, არ იწვევს დაავადებას და თავისთავად იკურნება, ქრონიკული მიმდინარეობისას შესაძლებელია გადაიზარდოს დაავადებაში. ქალებში ქრონიკული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის სპეციფიური ონკოლოგიური ტიპით შესაძლებელია, იქცეს კიბოსწინარე დაზიანების გამომწვევ მიზეზად, რომელიც, მკურნალობის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია გადაიზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოში. HPV ასოცირდება პირხახის, ანოგენიტალურ კიბოსთან და სხვა რიგ დაავადებებთან.
აცრა ზოგადად კეთდება 4–დან 14 წლამდე, თუმცა, რა თქმა უნდა შესაძლებელია 25 წლის ასაკშიც ჩაიტაროთ.
ვაქცინაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“. 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა