კითხვა: გამარჯობა თქვენთან ერთი კითხვა მაქვს , შვილი მყავს 7 წლის უკვე ერთი წელია მეორე შვილზე ფიქრი დავიწყეთ და ვერ ვრჩები ორსულად ფოლიკულა მწიფდება და სკდება ციკლი აბსოლიტურად მოწესრიგებული მაქვს რაზე შეიძლება ეჭვი მივიტანოთ ან ვის მივმართოთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ უშვილობის გამომწვევი ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, დაწყებული შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები, ფალოპის მილების გაუვალობა, ჰიპერპროლაქტინემია, ჰორმონული დისბალანსი, აუტოიმუნური სისტემური დაავადებები, შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები, ფსიქოსექსუალური დარღვევები, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, დამთავრებული მეუღლიდან გამომდინარე პრობლემებით, მაგალითად აზოოსპერმიით .
თუ რა იწვევს თქვენს შემთხვევაში უშვილობას, დისტანციურად რთული სათქმელია.
ამიტომ, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" .
გაიარეთ კონსულტაცია ექიმ – გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
გვაქვს გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები – სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა