მოგესალმებით!
საკვერცხეები ქალის ორგანიზმში არსებული წყვილი რეპროდუქციული ჯირკვალია, რომელიც მდებარეობს მენჯის ღრუში, საშვილოსნოს გვერდზე - მის ორივე მხარეს.
საკვერცხის ცისტების განვითარება უამრავმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა სახის და ბუნების ცისტები. ცისტადენომამ შესაძლოა დიდ ზომებსაც მიაღწიოს და გამოიწვიოს როგორც საკვერცხის მდებარეობის ცვლილება მენჯის ღრუში,ასევე გვერდით მდებარე ორგანოების პოზიციის გადანაცვლება. ცისტადენომისთვის დამახასიათებელ ტიპურ გართულებას საკვერცხის ფეხზე შემოგრეხა წარმოადგენს. როგორც აღნიშნეთ ოპერაციამდე წონაში მოიმატეთ, რაც შესაძლოა ასოცირდებოდეს საკვერცხის ცისტების სიმპტომებთან:
- დაღლილობის შეგრძნება;
- თავის ტკივილი;
- წონაში მატება.
ჩვენი რჩევაა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
თუ დაგაინტერესებთ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა აზრი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!