ინტრამურული კვანძი - გინეკოლოგია

კითხვა: ვარ 32 წლის.მყავს ერთი შვილი.მაქვს ინტრამურული კვანძი. 90მმ.რამდენად მაქვს ალბათობა იმისა,რომ საშვილოსნოს შეინარჩუნებენ. მთხოვენ ოპერაციას.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შევეცდებით, მოგაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • რა არის ინტრამურული კვანძი;
  • რა არის მიომა;
  • ინტრამურული კვანძის სიმპტომები;
  • მკურნალობის მეთოდები.

ინტრამურული კვანძი, წარმოადგენს საშვილოსნოს მიომის ერთ-ერთ განვითარებას.
მიომა, ეს არის ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება. მას რამდენიმე სახელწოდება აქვს და ზოგჯერ ფიბრომად, ან ლეიომიომად მოიხსენიებენ. იგი ვლინდება რეპროდუქციული ასაკის (35 წლის ზემოთ) 25-30% და პრეკლიმაქსური ასაკის პაციენტების 30-35%-ში.
საშვილოსნოს მიომური კვანძები მდებარეობის მიხედვით 3 ჯგუფად იყოფა, ესენია:

  • სუბმუკოზური კვანძი;
  • ინტრამურული კვანძი (საშვილოსნოს კედელსა და კუნთოვანი ქსოვილის სიღრმეში ვითარდება);
  • სუბსეროზული.

intramuruli_kvandzi

როგორც წესი პათოლოგია მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა, შესაძლოა განვითარდეს:

  • პოსტჰემორაგიული ანემია;
  • ტკივილი მუცლისა და მენჯის არეში;
  • არამენსტრუალური სისხლდენა საშვილოსნოდან.

ზოგადად, როცა ინტრამურული კვანძი ასიმპტომურია, ან ჩივილები ვლინდება სუსტად, მიზანშეწონილია ე.წ. მოცდითი ტაქტიკა და კვანძის ზომებზე დინამიკური დაკვირვება.
ხოლო, თუ ჩივილები მკვეთრად გამოხატულია, მკურნალობა შემდეგნაირია:

  • პალიატიური ქირურგიული;
  • მექანიკური მიომექტომია;
  • ელექტრო და ლაზეროქირურგიული მიდგომა;.
  • რადიკალური ქირურგიული მეთოდი (ჰისტერექტომია).

ზოგადად, 90მმ მიომა, კვანძის ზომის ნორმებს საკმაოდ სცილდება. თუმცა, დისტანციურად, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თქვენს შემთხვევაში რამდენად საჭიროებს რადიკალურ ქირურგიულ მიდგომას. ამასთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია, უმჯობესია მკურნალმა ექიმმა მოგაწოდოთ.
ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი კლინიკის გინეკოლოგის მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ გინეკოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, ბატონი მინდია იობაშვილი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, ქოლცენტრის საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა