მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ადენომიოზი;
- ადენომიოზის მკურნალობა;
- როგორ ხდება დინამიკაში დაკვირვება;
- რეკომენდაცია.
ადენომიოზი წარმოადგენს ენდომეტრიოზის ერთ-ერთ ქვესახეობას და არის საშვილოსნოს ჰორმონული ტიპის შიდა ანთებითი პროცესი.
იგი ადრეულ ეტაპზე არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მკურნალობა შემოიფარგლება მხოლოდ პრეპარატებით.
დუფასტონს, ადენომიოზის ადრეულ სტადიაზე, საკმაოდ ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს.
თუ კონსერვატიული მკურნალობა არ გამოიღებს შედეგს და ვითარდება საშვილოსნოს დეფორმაცია, ან ენდომეტრიული კვანძები ზომაში იზრდება, ინიშნება ჰორმონოთერაპია ან ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია, ხოლო თუ ამ მეთოდმაც არ გამოიღო შედეგი, ტარდება ქირურგიული ოპერაცია.
ადენომიოზის ხარისხიდან გამომდინარე, შესაბამისი სპეციალისტი წყვეტს, საჭიროებს თუ არა პაციენტი დამატებით სხვა მედიკამენტს, დუფასტონთან კომბინაციაში.
აუცილებელია, მედიკამენტის მიღება დაიწყოთ და დაასრულოთ ციკლის იმ ვადებში, რა ვადებიც მიგითითათ მკურნალმა ექიმმა.
სავარაუდოდ, ექიმი ჩაგაყენებდათ საქმის კურსში, რომ მედიკამენტის საჭირო დოზის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში დაიწყება მენსტრუალური ციკლი, ხოლო ციკლის დასრულებიდან მეორე-მესამე დღეს, განმეორებით უნდა ჩაიტაროთ მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია.
მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:
- მკურნალობის პერიოდში, თავი აარიდეთ კოფეინის ხშირად მიღებას, დასაშვებია დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ყავა;
- მოერიდეთ სიმძიმეების აწევას და ზოგადად დატვირთვას;
- ჭარბი წონის შემთხვევაში, აუცილებელია წონის კორექცია;
- დაიცავით ჯანსაღი კვების წესი.
სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უმჯობესია, მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციას, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!