ემბოლიზაცია - გინეკოლოგია

კითხვა: თქვენთან საშვილოსნოს მიომა- ემბოლიზაცია თუ კეთდება?
პასუხი:

მოგესალმებით,
დიახ, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია, ჩაიტაროთ სისხლძარღვოვანი ემბოლიზაცია. ამ მეთოდს მიმართავენ ფიბრომიომის დროს, რომელიც 10-დან 4 ქალს აღენიშნება. პროცედურა ნაკლებტრავმულია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ბარძაყის არტერიის გავლით და ანგიოგრაფიული კონტროლით. კვანძების მკვებავი სისხლძარღვები ემბოლიზდება (იხშობა) და კვანძის კვება წყდება, რაც მის ზომას ამცირებს. პაციენტი მეორე დღეს ეწერება სახლში.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად, მობრძანდით გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური ექიმი, ბატონი მინდია იობაშვილი.
ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა