საშვილოსნოს ყელის პოლიპი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.მაინტერესებს,საშვილოსნოს მცირე ზომის პოლიპი რამდენად საშიშია ჯამრთელობისთვის და შეიძლება თუ არა შეუშალოს პოლიპმა დაორსულებას ხელი..?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის პოლიპი;
  • მკურნალობის მეთოდები;
  • პოლიპის წარმოქმნის მიზეზები.

საშვილოსნოს ყელის პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელსაც ხაოს ან მსხლის ფორმა აქვს და ლორწოვან გარსს ფართო ძირით ან გრძელი ფეხით ეკვრის. ამასთან, რაც უფრო გრძელია ფეხი, მით უფრო იოლია მისი დანახვა.

sashvilosnos_yelis_polipi


არსებობს დაავადების მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი:

  • ჰორმონული;
  • ქირურგიული.

ჰორმონული მკურნალობა ძირითადად დაავადების საწყის სტადიაში ინიშნება.
ყველაზე ეფექტური ქირურგიული მეთოდი გახლავთ – ლაპარასკოპია, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის კერების ელექტროკოაგულაცია ხდება.
თქვენს შემთხვევაში ვერ მოგახსენებთ, თუმცა, როგორც წესი, მნიშვნელობა ენიჭება პოლიპის ზუსტ მდებარეობასა და წარმოქმნის მიზეზს, შესაძლოა ეს იყოს:

  • ენდომეტრიტი;
  • ჰორმონული ფონის დარღვევა;
  • ეროზია.

სწორედ ამ მიზეზთა გამო, მცირე ზომის პოლიპიც კი, იქცევა ხოლმე უნაყოფობის მიზეზად რადგან, ემბრიონს არ შეუძლია ჩანერგვა საშვილოსნოს ლორწოვანში, რის გამოც არ დგება ორსულობა.
კონკრეტულ შემთხვევაზე უმჯობესია, საუბრობდეს თქვენი მკურნალი ექიმი. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ მას.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა შეჯერების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ამომწურავად გიპასუხოთ თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა