კითხვა: მიღებული მაქვს საიტოტეკი მაქვს ცოტა და მაინც კიდევ დავამატო ერთი საიტოტეკის აბები. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, საიტოტეკი – Cytotec  უშუალოდ გასტრო–დუოდენური წყლულის სამკურნალო პრეპარატია და მისი იზოლირებულად, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით გამოყენება, შესაძლოა ეფექტური არ იყოს.
მან შეიძლება გამოიწვიოს ჩასახვის პროდუქტების ნაწილობრივი ან სრული გამოდევნა. ის ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პროსტაგლანდინების მიმართ.
ბევრი პაციენტი, მედიკამენტური აბორტის შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომ ეს არის შედარებით დამზოგველი და მარტივი მეთოდი, შესაბამისად ჩნდება სურვილი, ეს გაკეთდეს სახლის პირობებში. როცა არ გჭირდება არც ექიმი, არც ავადმყოფობის ისტორია, არც „ზედმეტი“ ფულის ხარჯვა და ბოლოს და ბოლოს, ამას ვერავინ იგებს, სინამდვილეში კი მედიკამენტური აბორტი არც ისე უსაფრთხო ღონისძიებაა, რადგან აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რაც ქალის სიცოცხლეს უქმნის უდიდეს საფრთხეს, მაგალითად შესაძლოა განვითარდეს ძლიერი სისხლდენა, რომელიც გამოვლენისთანავე საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ მიმართოთ გინეკოლოგს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა