ოპერაციის გართულება - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. გავიკეთე ოპერაცია ამომაჭრეს საშვილოსნოდან საკვერცხეები.ოპერაციიდან გასულია 9 დღე. მაქვს მცირე სისხლიანი გამონადენი და საღამოობით 37 და 3 ხაზი სიცხე. რამდენად საშიშია. მადლობთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნქციათა კორექციის მიზნით პაციენტის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექსური მოქმედებაა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით ქსოვილების განცალკევებითა და შეერთებით ხორციელდება.
მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრავმაა.
ოპერაციის თანამდევი გართულებანი - ასეთია, მაგალითად: სისხლდენა, დაჩირქება, ნაკერების გახსნა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება და კონკრეტული გართულებანი, რომლებიც მხოლოდ მოცემულ ოპერაციას ახასიათებს. საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
აუცილებად უნდა მიმართოთ ან დაუკავშირდეთ და ჩააყენოთ საქმის კურსში ის ექიმი, რომელმაც ჩაგიტარათ ქირურგიული ოპერაცია, რადგან თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე, პასუხისმგებლობა და რეკომენდაციების მოცემა, მისი პრეროგატივაა.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა