კითხვა: გამარჯობა,უკვე დიდი ხანია მაქვს ცისტიტი ,იკურნება თუ არა და ან რითი უნდა ვიმკურნალო მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვსაუბრობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება.
ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის. მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.
დღეს ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა.
ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება და თვითმკურნალობა არ არის გამართლებული.
სამწუხაროდ, არ არის საკმარისი მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, პარარელურად აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს ცხარე, მარილიანი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი, შოკოლადი, ყავა, პომიდორი. აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები.
დისტანციურად, ზუსტი პასუხისა და მითითებების გაცემა, ჩვენი მხრიდან არაპროფესიულია, ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა