სპონტანური აბორტი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, შარშან ორსულობა შემიწყდა 9 კვირაზე, წინა თვეში კი მიჩვენა დადებითი ტესტმა და ხგ ანალიზმაც, მაგრამ მომივიდა და ისევ არ შენარჩუნდა ნაყოფი, ანალიზები ჩაბარებული მაქვს და მიზეზები დაუდგენელია, ექოზე დღეს მითხრეს კი ენდომეტრიუმი არის 15 მმ, და სქელიაო.ანუ რა შეიძლება იყოს სხვა მიზეზი? ან თუ შეიძლება იყოს ეს ემბრიონის არგანვითარებისა და არშენარჩუნების მიზეზი. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად გიპასუხოთ, რამ გამოიწვია თქვენს შემთხვევაში სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა) მაგრამ ვეცდებით ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობა სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა. მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადეკვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან.
სპონტანური აბორტის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა მათი იდენტიფიცირება რთულია. შემთხვევების უმეტესობა არაა გამოწვეული დედის ქმედებების გამო.
გამომწვევი შესაძლო მიზეზებს შორისაა საშვილოსნოს ყელისმიერი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად:

  • ცერვიკალური ინფექცია;
  • ანთებადი საშვილოსნოს ყელი;
  • წარმონაქმნები საშვილოსნოს ყელის მიდამოში.
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა.

ასევე, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, იყოს:

  • პათოლოგიური ქრომოსომების არსებობა ბავშვში. ქრომოსომა არის გენეტიკური „საშენი მასალა“, რომელიც აკონტროლებს ბავშვის განვითარებას.
  • პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი – ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც უშვილობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, რადგან შეუძლია შეამციროს კვერცხუჯრედების რაოდენობა.

გარდა ამისა, ნაადრევად მშობიარობის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა მამის დაავადებაც, მაგალითად ვარიკოცელე იყოს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ და გაიარეთ კონსულტაცია მეან - გინეკოლოგთან, რომელიც ანამნეზის შეკრების, პროფესიული გასინჯვის და თქვენ მიერ ჩატარებული კვლევების პასუხების საფუძველზე დასვმას დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
ასევე, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა