საკვერცხის კისტა, სითხე დუგლასის ფოსოში - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. გავიკეთე ულტრაბგერითი გამოკვლევა. საშვილოსნო საერთო ზომებით. 77X32X40მმ.სხეული ზომით 44X32X40მმ.ყელის სიგრძე 33მმ.მიომეტრიუმის სტრუქტურა ერთგვაროვანი. ენდომეტრიუმის სისქე 4.5მმ.კონტურები მკაფიო. სტრუქტურა ერთგვაროვანი. ღრუ თავისუფალი ენდოცერვიკალური არსი დეფორმაციის გარეშე. საკვერცხეები ზომით: მარჯვენა 35X19X21მმ.მასში ისახება მკაფიოკონტურიანი ჰომოგენური შიგთავსის მქონე კისტა ზომით 22მმ.მარცხენა 36X16X17მმ. ნორმალური ექოსტრუქტურის. დუგლასის ფისოში გამოვლინდა უმნიშვნელო რაოდენობით სითხე. მაინტერესებს ეს კისტა შეუშლის ხელს დაორსულებას.? და რამდენად საშიშია. გთხოვთ მიპასუხოთ. ეკა 41 წლის.
პასუხი:

მოგესალმებით,
საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა.
საკვერცხის კისტა საკვერცხეში სითხის დაგროვებით ყალიბდება, რომელიც თხელი გარსითაა შემოსაზღვრული და გადიდებისკენაა მიდრეკილი.
უმეტეს შემთხვევაში, კისტები ვითარდება საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირების დროს, ისინი ზოგადად ზიანის მომტანი არაა და მკურნალობის გარეშეც უკვალოდ ქრებიან რამდენიმე თვეში.
საჭიროა პერიოდულად აკონტროლოთ მისი ზომებში ზრდა დინამიკაში.
რაც შეეხება სითხეს დუგლასის ფოსოში, მოგახსენებთ რომ , დუგლასის ფოსო ანატომიური ფოსოა მცირე მენჯის ღრუში, კერძოდ, საშვილოსნოსა და სწორ ნაწლავს შორის. დუგლასის ფოსოში 5 მლ-მდე სითხე ფიზიოლოგიურად მიიჩნევა და პათოლოგიაზე არ მიუთითებს. საზოგადოდ, დუგლასის ფოსოში სითხის არსებობა ყველაზე ხშირად პოსტოვულაციურ პერიოდს ემთხვევა. მომწიფებული ფოლიკული ოვულაციის დროს სკდება და მისი შიგთავსი მცირე მენჯის ღრუში ჩაიღვრება, რაც ფიზიოლოგიურია და, რა თქმა უნდა, საშიში არ არის. დუგლასის ფოსოში არაფიზიოლოგიური ოდენობის სითხის არსებობა შესაძლოა ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებდეს.
დისტანციურად, იქონიებს თუ არა თქვენს შემთხვევაში კისტა, თქვენს შვილოსნობაზე გავლენას, პასუხის გაცემა შეუძლებელი და არაპროფესიულია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ უფასო ვიზიტზე ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, დაგინიშნავთ მკურნალობას და თავად გიპასუხებთ, კომპეტენციის ფარგლებში, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს , წინასწარი ჩაწერით , ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ განახორციელოთ ვიზიტი, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა