სპონტანური აბორტი, საშვილოსნოს კისტა, პოლიპი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ერთი თვის მოხდა თვითნებური აბორტი (მომეშალა მუცელი). აღმოჩნდა რომ მაქვს 6 სანტიმეტრიანი კისტა საშოს კისტა და ასევე პოლიპი 1.8 ზომის მითხრეს ოპერაცია ლაპარაკოსპია მგონი. არ მყავს შვილი და მეშინია რო მერე შვილოსნობაზე არ აისახოს თქვენ რას მირჩევთ ოპერაცია გარდაუვალია?
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი – სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს. თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის მიზეზები ხშირად გაურკვეველი რჩება. მათ პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივი განვითარების შეფერხებას. სპონტანური აბორტის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ჰორმონული ფონის შეცვლა.
ორსულობა არის პროცესი, როცა ორგანიზმში ხდება გადაწყობა ნაყოფის ზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადექვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან.
საშვილოსნოს ყელის ფონურ პროცესებს მიეკუთვნება პოლიპები – მომრგვალო ფორმის, სხვადასხვა ზომის, გლუვკონტურებიანი წანაზარდები საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე, უმეტესად – ყელის არხში, რომლის წარმოშობის მიზეზი მეტწილად უცნობია, კონდილომები – საშვილოსნოს ყელის ვირუსული წარმოშობის (ადამიანის პაპილომავირუსით განპირობებული) მეჭეჭები, ეროზირებული ექტროპიონი, რომელიც მშობიარობის ან აბორტის დროს საშვილოსნოს ყელის დაზიანების შედეგად ვითარდება – ლორწოვანი გარსის მთლიანობა ირღვევა და ყელის არხი საშოსკენ ამობრუნდება.
საჭიროა ჩატარდეს, ეპითელიუმის ციტოლოგიურ გამოკვლევა (რისთვისაც იღებენ ნაცხს), კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში – ბიოფსია შემდგომი ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით.
დასაზუსტებელია რომელ კისტაზე გაქვთ საუბარი, თუ ეს არის ნაბოთის კისტა, ის მდებარეობს საშოს არეში და აღმოცენდება საშვილოსნოს ყელის ჯირკვლის სადინარის დახშობის შედეგად. საშვილოსნოს ყელი და საშო შეიცავს ჯიკვლოვან უჯრედებს, რომლებიც ნორმაში გამოიმუშავებენ სეკრეტს. გაურკვეველი მიზეზის გამო ჯირკვლების სადინარები ივსება ჩამოფქცვნილი ეპითელიუმით და სეკრეტის გამოყოფა ირღვევა, რაც იწვევს ნაბოთის ჯირკვლის გაზრდას.
ეს კისტა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საშიშროებას ჯანმრთელობისთვის, თუმცა შეიძლება საჭირო გახდეს კისტის მოშორება და სადინარის გაწმენდა.
დისტანციურად შვილოსნობასა და ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პასუხს ვერ გაგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაპროფესიული იქნება.
ამიტომ გირჩევთ, მიჰყვეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი პასუხის გაცემა, მისი კომპეტენციაა, სთხოვეთ აგიხსნათ სიტუაცია და სამომავლო შედეგები.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი ობიექტურად შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდების შესახებ. თუ საჭირო იქნება მკურნალობა ლაპარასკოპიული მეთოდით, ჩვენს კლინიკაში ესეც შესაძლებელია.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციები მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა