პაპილომავირუსი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა აღმომაჩნდა პაპილომა ვირუსი ცინ1 დაავადება მკურნალობა არ დაუნიშნიათ 3 თვე გავიდა მას მერე რამდენად საშიშია ცინ1?
პასუხი:

მოგესალმებით, 

ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციის და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, მათ შორისაა: კიბოსწინარე დაზიანებები, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს კიბოში. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციების უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, არ იწვევს დაავადებას და თავისთავად იკურნება, ქრონიკული მიმდინარეობისას შესაძლებელია გადაიზარდოს დაავადებაში.

ქალებში ქრონიკული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის სპეციფიური ონკოლოგიური ტიპით , შესაძლებელია იქცეს კიბოსწინარე დაზიანების გამომწვევ მიზეზად, რომელიც, მკურნალობის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია გადაიზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოში. HPV ასოცირდება პირხახის, ანოგენიტალურ კიბოსთან და სხვა რიგ დაავადებებთან.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, სადაც  ქართულ–გერმანული ლაბორატორია გთავაზობთ ერთობლივ აქციას, რომელიც მოიცავს მაღალი რისკის პაპილომავირუსის გენოტიპირებას.

უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31334/papilomavirusis-genotipireba-%E2%80%93-kiboswinare-daavadebis-drouli-diagnostika

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა