მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.
არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი, როგორც თქვენ გვიხსნით თქვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს ამენორეასთან, რომელიც არის მენსტრუაციის არ ქონა - ერთი ან მეტი მენსტრუალური პერიოდის გამოტოვება.
ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი. ამენორეის ბუნებრივი მიზეზები ნორმალური ცხოვრების პირობებში, შესაძლოა იყოს: დაბალი წონა, ზედმეტი ვარჯიში, სტრესი, ნაადრევი მენოპაუზა , რეპროდუქციულ ორგანოებთან ან ჰორმონების მარეგულირებელ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და ა.შ.
ამენორეის გამომწვევი მიზეზის მიხედვით უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, ამისთვის კი აუცილებელია განახორციელოთ ვიზიტი სპეციალისტთან.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც თქვენი მდგომარეობის ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, თითქმის სამი თვეა რაც ციკლი არ მქონია რაღაცნაირი ფერის გამონადენი მაქვს არასასიამოვნო სუნი და მუცელში ტკივილი სავარაუდოდ საკვერცხეები მტკივა მუცლის შებერილობაც ხშირად მაწუხებს. დაუცველად ურთიერთობა არ მქონია ორსულად ვერ ვიქნები რისი ბრალი შეიძლება იყოს
პასუხი: