ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: ვარ 57 წლის, დილიდან ვარ ცუდად...საერთოდ გადაცივებაზე ვიცოდი ცისტიტი, თუმცა 3 წელია არ შევუწუხებივარ, ვერიდები ხოლმე ცივ ზღვაში, ბასეინში შესვლას.... სახლში ბასეინი გვაქვს, მთელი წესების დაცვით...შარშანაც ვბანაობდი და შევირგე... გუშინ ჩავედი თბილი იყო და მესიამოვნა... დილიდან მაწუხებს, ფურადონინს ვსვამ, თირკმლის ჩაის, წყალს ბლომად...თან გულის რევის შეგრძნებაც მაქვს, კუჭის არეც მაწუხებს, სახსრებიც მტეხს და სიცხე მაქვს 37, 2... იქნებ სულ არაა ცისტიტი და სხვა რამ მჭირს... როგორ მოვიქცე?პატივისცემით
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღწერილი სურათი, თავისი უეცარი დაწყებით და ამჟამინდელი კლინიკური სურათით ,ვირუსული ინფექციით გამოწვეულ მდგომარეობას გავს ,ხოლო ცისტიტი ,როგორც აღნიშნავთ ქრონიკულია და ამ ეტაპზე ის გამწვავებულია.
რაც შეეხება ,კუჭის გაღიზიანებას ,აქაც იგივე შეიძლება ვთქვათ და ენტეროვირუსის არსებობა ვივარაუდოთ.
სასურველია გარკვეული ლაბორატორიული ტესტების ჩატარება და სპეციალისტთა კონსულტაციები.
ქრონიკულ ცისტიტთან დაკავშირებით, საჭიროა ვიზიტი განახორციელოთ გინეკოლოგთან, ხოლო შემდეგ გაესინჯოთ გასტროენტეროლოგს.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტების განხორციელება.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა