მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ ზოგადად მოგახსენებთ.
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ საკვერცხის ცისტაზე, საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა.
საკვერცხის კისტა საკვერცხეში სითხის დაგროვებით ყალიბდება, რომელიც თხელი გარსითაა შემოსაზღვრული და გადიდებისკენაა მიდრეკილი. უმეტეს შემთხვევაში, კისტები ვითარდება საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირების დროს. ისინი ზოგადად ზიანის მომტანი არაა და მკურნალობის გარეშეც უკვალოდ ქრებიან რამდენიმე თვეში.
საჭიროა მიმართოთ გინეკოლოგს და პერიოდულად აკონტროლოთ კვანძის ზომებში ზრდა დინამიკაში.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, უშუალო ვიზიტისას ექიმი–გინეკოლოგი გაგსინჯავთ და გიპასუხებთ ამომწურავად თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მოგესალმებით, პირველი ორსულობისას მე-12 კვირაზე შემიწყვიტეს ფეხმძიმობა ნაყოფის განვითარების პრობლემის გამო, აბორტიდან 5 დღის შემდეგ გავიკეთე ვაგინალური ეხოსკოპია, სადაც აჩვენა ასეთი რამ : ენდომეტრიუმის სისქეში ვლინდება ჰიპერექოგენური ჩანართი 4 მმ ზომის, დოპლერით მასში ვასკულარიზაცია არ ვლინდება. მაინტერესებს ეს სისხლის კოლტი შეიძლება იყოს რომელიც შემდეგ ციკლს ჩამოყვება თუ ნარჩენი შეიძლება იყოს. თუ შეიძლება მსგავსი ნარჩენის მედიკამენტით მოცილება და კიდევ რომელ ინფექციებზე უნდა ჩავიტარო ანალიზი.
პასუხი: