მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის მენორაგია;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზები;
- მენორაგიის სიმპტომები;
- რას იწვევს ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა.
მოგახსენებთ, რომ არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი, თქვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს ჭარბ მენსტრუაციასთან, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიით მენორაგია ეწოდება.
მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ავიტამინოზი;
- ხშირი დიეტა;
- ჰორმონული დარღვევა;
- ინფექციური დაავადება;
- გინეკოლოგიური პათოლოგიები;
- ღვიძლის დაავადება;
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
- ჭარბი წონა;
- საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა;
- სისხლძარღვთა დაავადებები;
- ინსულინრეზისტენტობა;
- საკვერცხეების დისფუნქცია;
- პოლიპები;
- ადენომიოზი;
- ზოგიერთი სახის მედიკამენტი;
- გენეტიკური განწყობა.
მენორაგია ასოცირებულია სხვა სახის გართულებების განვითარების გაზრდილ რისკთანაც, რაც პრობლემას არა მხოლოდ მენსტრუალური სისხლდენის პერიოდში ქმნის.
მენორაგიასთან შესაძლოა, ასოცირდებოდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
- სისხლდენის გახანგრძლივება ერთ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
- მენსტრუალურ გამონადენში სისხლის კოლტების არსებობა;
- ზედიზედ რამოდენიმე საათის განმავლობაში ერთი ან მეტი ჰიგიენური საფენის საჭიროება;
- სისუსტე;
- დაღლილობა;
- სუნთქვის გახშირება.
ძლიერი და გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა შესაძლოა, გახდეს ისეთი სამედიცინო მდგომარეობის განვითარების მიზეზი, როგორიცაა ანემია.
ამიტომ გირჩევთ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგს, რომელიც დეტალურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ განსაზღვრავს მენსტრუალური სისხლის დანაკარგის ტიპს, ყოველივე ამის შემდეგ კი, დაგინიშნავთ მენორაგიის სამკურნალოდ მოწოდებული თანამედროვე გაიდლაინებიდან, თქვენთვის შესაბამის მკურნალობას, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპია და გინეკოლოგის კონსულტაცია ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/ginekologiuri-aqcia-15-larad/31556
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!