საშვილოსნოს მილების გამტარობა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლ;ება მითხარით მილების ოპერაციას ვაპირებ რომ გავიკეთო ნახევრად გამტარი მაქვს. შედეგი რამდენი პროცენტიაშემდგომში. ან ძნელია როგორ კეთდება ეგ ოპერაცია
პასუხი:

მოგესალმებით,
ფალოპის მილი, იგივე კვერცხსავალი მილი, ქალის რეპროდუქციული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. უნაყოფობა ხშირად სწორედ მისი დაზიანების შედეგია.

falopis_mili


საშვილოსნოს მილების გამტარობის აღდგენასა და მკურნალობაში, ლაპაროსკოპიულ მეთოდს წამყვანი როლი აკისრია.
შედეგი კი, ჩარევის მასშტაბზეა დამოკიდებული.
ოპერირების შემდგომ, პაციენტს 2-3 დღე მოუწევს კლინიკაში გაჩერება, ცხოვრების ჩვეულ რიტმს კი 4-6 კვირაში უბრუნდება.
საშვილოსნოს მილების გამტარობის გამავლობის აღსადგენად, ერთდროულად რამდენიმე ტიპის ჩარევაა საჭირო. ამიტომ, უმჯობესია ყველა შესაძლო ვარიანტისა და მოსალოდნელი შედეგის შესახებ გაესაუბროთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ჩვენს კლინიკაშიც, 24 საათის განმავლობაში, ლაპაროსკოპიული მეთოდით შესაძლებელია, საშვილოსნოს მილების გამტარობის პლასტიკა და უშვილობის გამომწვევი სხვა პათოლოგიების მკურნალობა.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მობრძანდეთ და გაიაროთ გინეკოლოგთან კონსულტაცია, რომელიც მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას როგორც ოპერაციის, ისე რეაბილიტაციისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა