კითხვა: გამარჯობა.დაახლოვებით 2 თვის წინ მქონდა ქავილი გარედან სასქესო ორგანოზე,მქონდა ცოტა თეთრი გამონადენი,და ტკივილი საშოში.მითხრეს რომ არის სოკო. ვიხმარე კლოტრიმაზოლის მასი და გარედან და ასევე სანთლები.ეხლა რამდენიმე დღეა შევამჩნიე ქავილი და ტკივილი საშოში. გამონადენი არ მაქვს.თუ არის შესაძლებელი ისევ სოკო იყოს.არ მქონია სქესობრივი ურთიერთობა. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, რთულია ზუსტი დიაგნოსტირება, თუმცა სავარაუდოდ საქმე კვლავ ეხება სოკოვან ინფექციას,ანუ იგივე კანდიდოზს .
ამ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება.
სოკოვანი ვაგინიტის დროს ქალს საშოს შეწითლება, ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი აწუხებს.
ბაქტერიულ ვაგინოზს იწვევს საშოში ნორმაში არსებული რომელიმე მიკროოგანიზმის ჭარბი ზრდა.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს სიტუაციას, საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდეგ კი, დასვამს დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობას.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა