ფალოპის მილები - გინეკოლოგია

კითხვა: ვარ ოთხი წლის გათხოვილი,არ მყავს შვილი.შარშან გავიკეთე ოპერაცია მარჯვენა საკკვერცხის ფალოპის მილი ამომიღეს.მარცხენა საკვერცხის ნაწილი ამომაჭრეს.დასკვნაში მიწერია, რომ მარცხენა მილი გაუმტარია. არადა ექიმმა ოპერაციის შემდეგ მითხრა, რომ მილი გამტარია. შეგიძლიათ ჩემი დახმარება,შვილის გაჩენა მინდა ძალიან.
პასუხი:

მოგესალმებით,
21 საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს, ჩვენი პასუხი რომ ზუსტი აღმოჩნდეს, საჭიროა ასევე დაზუსტებული სამედიცინო ინფორმაციის ცოდნა.
აქედან გამომდინარე, სწორი და კვალიფიციური იქნება მსჯელობა მას შემდეგ, თუ მოიტანთ თქვენს ამონაწერს სამედიცინო ბარათიდან, კერძოდ ფორმა №100 და გაივლით კონსულტაციას ჩვენს ექიმ –გინეკოლოგ მინდია იობაშვილთან. ვიზიტის დროს დაზუსტდება თქვენი მდგომარეობა და პერსპექტივა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი დაისახება თქვენთვის სასურველი გეგმა.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა