ფალოპის მილები - გინეკოლოგია

კითხვა: გასაგებია.მკურნალი გე-ზე მივწერე ექიმს და მომწერეს რომ მილების პლასტიკა კეთდებაო. მილი ამოკვეთილი არ არის სრულად,უბრალოდ გაიჭრა ერთ ადგილას და დამაგრდა ძაფებით.ლაპარასკოპიით არ შეიცვლება, რომ აღდგეს მილი?
პასუხი:

ქალბატონო თამარ,
ჩვენი პასუხი რომ ზუსტი აღმოჩნდეს ,საჭიროა ასევე დაზუსტებული სამედიცინო ინფორმაციის ცოდნა.
თქვენ პირველ წერილში აღნიშნავდით ,რომ ამოიკვეთეთ მილები და გაინტერესებდათ შეიძლებოდა თუ არა პლასტიკური ოპერაცია .
ახლა ,როგორც ამბობთ ,მილები ამოკვეთილი არ არის და მხოლოდ ლიგირებულია ( გადაკეტილია ) ლითონის „ ბრჭყალებით „ – ეს არის ჩვენს მიერ ინტერპრეტირებული თქვენი ნათქვამი . თუმცა როგორც ერთი ,ისე მეორე წინადადება , შესაძლებელია შეიცავდეს ცდომილებებს .
აქედან გამომდინარე ,სწორი და კვალიფიციური იქნება მსჯელობა მას შემდეგ , თუ მოიტანთ თქვენს ამონაწერს სამედიცინო ბარათიდან , კერძოდ ფორმა №100 და გაივლით კონსულტაციას ჩვენს ექიმ –გინეკოლოგ მინდია იობაშვილთან . ვიზიტის დროს დაზუსტდება თქვენი მდგომარეობა და პერსპექტივა ,შესაძლებლობის შემთხვევაში კი დაისახება თქვენთვის სასურველი გეგმა.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა