მოგესალმებით,
სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი – სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა . მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადექვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან. უხშირესად ეს გამოიხატება ყვითელი სხეულის ჰორმონის – პროგესტერონის უკმარისობით. შედეგად ორსულობა წყდება პირველ ტრიმესტრშივე.
ამ გართულების თავიდან ასაცილებლად საკმარისია სასქესო ჰორმონთა გამოკვლევები და საჭირო კორექციების შეტანა. სპონტანური აბორტის შემდეგ, სასურველია შემდგომი ორსულობა დაგეგმოთ თქვენი მეან–გინეკოლოგის რეკომენდაციით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა გინოკოლოგთან მაქვს კითხვა ამჟამად ვიმყოფები იტალიაში ჩემს იტალიელ მეგობარს სურს დაგისვათ კითხვა აქვს პრობლემა ნაყოფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით როდესაც ხდება დაფეხმძიმება შემდეგ 10 დან 2 კვირის განმავლობაში ხდება ნაყოფის ჩამოშლა თუ შეგიძლიათ გამცეთ პასუხი გვსურს ქართველი ექიმების დახმარება. მადლობა
პასუხი: