ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება. ( რამდენიმე დღის წინ გავიკეთე გინეკოლოგიური კვლევა მითხრეს რომ საკვერცხეებზე ცოტა მომატებული მაქვს ფოლეკულების რაოდენობა. შემდგომ ჰორმონალური ანალიზების ჩაბარება მთხოვეს. ჩავაბარე პროლაქტინის დონე აღმომაჩნდა ზომაზე მეტი 1302 როცა ნორმა 496 მდეა. გინეკოლოგთან მივიტანე პასუხები და ენდოკრინოლოგთან გადამამისამართა. შემდგომ მეც წავიკითხე ინფორმაცია ინტერნეტში, გავიგე რომ პროლაქტინის მატება შეიძლება პოლიკისტოზს გამოეწვია. ვერ გავიგე გინეკოლოგთან უნდა მივიდე თუ ენდოკრინოლოგთან? მირჩიეთ. და რამდენად საშიშია ჩემი მდგომარეობა?მადლიბა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით, 

პროლაქტინი იმ ჰორმონთაგანია, რომლებიც ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე უშუალო გავლენას ახდენს. სისხლში მისი შემცველობის მატებას ამ ფუნქციის დარღვევამდე მივყავართ.

ჰიპერპროლაქტინემია ანუ ადამიანის ორგანიზმში ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი სეკრეცია ნებისმიერი პროფილის ექიმისთვის, განსაკუთრებით კი ენდოკრინოლოგისა და გინეკოლოგისთვის, აქტუალური პრობლემაა

იქიდან გამომდინარე, რომ პროლაქტინის სეკრეცია აქტიურდება ზოგიერთი ენდოკრინული და სომატური დაავადების დროს, ვფიქრობთ, სწორედ  ამიტომ ჩაერთო მკურნალობაში ენდოკრინოლოგი.

რაც შეეხება პოლიკისტოზს, მასზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტს უტარდება ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები.

მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ როგორც ენდოკრინული, ისე გინეკოლოგიური კვლევები, ვრცლად იხილეთ ბმულებზე:

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა