მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის დისპაურენია;
- რა იწვევს მტკივნეულ სქესობრივ აქტს;
- აქცია - ფასდაკლება გინეკოლოგის კონსულტაციაზე.
მტკივნეულ სქესობრივ აქტს მედიცინაში დისპარეუნია ეწოდება და მისი მიზეზი შეიძლება იყოს:
- საშოს სიმშრალე – რომელსაც იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი;
- საშოს დაზიანება - ნაკაწრი, ჩახევა, ანთებითი პროცესები.
არსებობს მტკივნეული აქტის სხვა, ორგანული თუ ფსიქოგენური მიზეზებიც და თუ ამას თავიდანვე არ მიექცევა სათანადო ყურადღება, შემდგომ ეს ორი მიზეზი შესაძლოა ერთმანეთს შეერწყას - ტკივილმა წარმოშვას სქესობრივი ურთიერთობის შიში, საშოს კუნთის უნებლიე შეკუმშვა - ვაგინიზმი, რაც სქესობრივ კავშირს შეუძლებელს ხდის.
თქვენ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ახალი დაწყებული გაქვთ სქესობრივი ცხოვრება და გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა, ყველაფერი თავისით მოწესრიგდეს.
ზოგადად კი, მნიშვნელოვანია პარტნიორის გამოცდილება და მისი მხრიდან სათანადო ყურადღება. აქტის დაწყებამდე დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრელუდიას, ანუ სითბოს, სინაზის გამოხატვას, გარკვეულ ტექნიკურ ჩვევებს და დროს, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს პენეტრაცია.
ასეთი საკითხების დასარეგულირებლად და შესათვისებლად, სწორი იქნებოდა სექსოლოგთან კონსულტირება, ხოლო სხვა, ანატომიური თავისებურებების ან ქალის ორგანოთა დეტალური შესწავლის მიზნით უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
ამ თვალსაზრისით, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებსა და გინეკოლოგის კონსულტაციაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-sruli-ginekologiuri-gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad/26396
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!