საკვერცხის პოლიკისტოზი - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ვარ ხუთი თვის გათხოვილი და ძალიან განვიცდი რომ ორსულად არ ვრჩები, ფაქტიურათ ტირილამდე. საგანგაშო ალბათ არაფერია მაგრამ მაინც იქნებ მითხრათ რა მიზეზით შეიძლება ეს გამოწვეული იყოს მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება კი მაქვს საკვერცხეებში შებერილობის მსგავსი.ასევე ურთიერთობის დროსაც ეგ შეგრძნება მიმძაფრება. და რას მირჩევთ შესაძლებელია რამე მედიკამენტის მიღება. ან აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ??? უღრმესი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე გვქონდეს, საკვერცხის პოლიკისტოზთან.
ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის საკვერცხე ჯეროვნად ემზადება: გამოზრდის კვერცხუჯრედებს, მოამწიფებს, მერე ფოლიკული გასკდება და მიკროსკოპული უჯრედი მზად არის მეორე ნახევართან შესახვედრად. მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება. ამ პროცესს ხშირად უშლის ხელს შტეინ-ლევენტალის სინდრომი, მარტივად – პოლიკისტოზი, ზოგჯერ კი – საკვერცხის სხვა სახის კისტებიც. საკვერცხის პოლიკისტოზი იზოლირებული დაავადება კი არ არის, არამედ რიგი ჰორმონული დარღვევის შედეგად განვითარებული სინდრომია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ჰიპერპროლაქტინემია;
  • ინსულინორეზისტენტობა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერფუნქცია.

დაავადება შეიძლება განვითარდეს სტრესული სიტუაციების მოქმედებითაც (ფსიქიკური ტრავმები, სქესობრივი ცხოვრების დაწყება, აბორტი და სხვა.
იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ პოლიკისტოზი, შემოგთავაზებთ ჩვენს კლინიკაში მიმდინარე უფასო აქციას გინეკოლოგთან. უშუალო ვიზიტისას, ექიმი-გინეკოლოგი გაგსინჯავთ, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და ამის შემდეგ დაგეგმავს თქვენთან ერთად, მკურნალობის ტაქტიკას. ასევე, ჩვენი მაღალკვალიფიციური, ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალი. კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" დაგეხმარებათ, ორსულობის დაგეგმვასა და მართვაში.
გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია, ხუთშაბათი და შაბათი, ვიზიტზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა