გინეკოლოგიური ტკივილები - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მაქვს ყრუ ტკივილის შეგრძნება საკვერცხეების და საშვილოსნოს ადგილას,ამ დროს კუჭის არეშიც მტკივა ზოგჯერ.მენსტრუაცია ყოველთვის თავის დროზე მომდიოდა და ამ თვეს კი 15დღით ადრე მომივიდა.რა უნდა იყოს მიზეზი ამ ყველაფრის.ექიმთან მისვლის მეშინია ვაითუ რამე უბედური დიაგნოზი დამისვას და ამიტომ მიმაქვს დრო.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

ანთებით დაავადებებს, რომლებიც ქალებს ასე ხშირად სტუმრობენ, ჯეროვანი ყურადღება და უთუოდ სპეციალისტის მეთვალყურეობით მკურნალობა სჭირდება. სხვაგვარად ბანალური ანთება შეიძლება მრავალი მძიმე გართულების მიზეზად გვექცეს, რომელთა შორის, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია უნაყოფობა.
ანთებით დაავადებას მკვეთრად გამოხატული ნიშნები ყოველთვის არ სდევს თან. უმნიშვნელო სიმპტომებს ქალი უყურადღებოდ ტოვებს, ნებაზე მიშვებული პროცესი ღრმავდება და გართულებებიც ყალიბდება. საზოგადოდ კი, ყურადღებას იპყრობს:

  • ძლიერი ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
  • ტკივილი საკვერცხეების მიდამოში;
  • სხეულის ტემპერატურის მატება;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • საშოდან უხვი გამონადენი, რომელსაც ზოგჯერ სუნიც დაჰკრავს;
  • გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები.

მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტული ორგანიზმის ანატომიური ან ფუნქციური თავისებურება, ასევე სხეულის გადაცივება, ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმა, ინფექცია, საშოსშიდა სპირალი, შინაგან სასქესო ორგანოთა ესა თუ ის დაავადება, უმეტესად - ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთება, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა, სასქესო ორგანოების მოუმწიფებლობა (ინფანტილიზმი), საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნეები, მენჯისმიერი ნევრიტები. ალგომენორეის წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, თანმხლები ექსტრაგენიტალური დაავადებები, აუტოსენსიბილიზაცია (მგრძნობელობის მომატება) საკუთარი სასქესო ჰორმონების (ესტროგენების, პროგესტერონის) მიმართ, საშვილოსნოს თანდაყოლილი მანკები.

საკვერცხის კისტა

სიმსივნისებრი წარმონაქმნია, რომელიც კისტურად გადაგვარებულ საკვერცხის ღრუში სითხის დაგროვების შედეგად ვითარდება. დაგროვილი სითხის ოდენობა თანდათან იმატებს, რის გამოც კისტა ნელ-ნელა იზრდება. მენსტრუაციის დროს შეტევისებური ტკივილი ახასიათებს სუბმუკოზური ლოკალიზების სიმსივნეს. ზოგჯერ ტკივილი მუდმივი და ძლიერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიომური კვანძი განიერი იოგის ფურცლებს შორის მდებარეობს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად და იმისთვის, რომ დავაზუსტოთ რა მიზეზითაა გამოწვეული ტკვილი, შემოგთავაზებთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც ჩაგიტარდებათ საჭირო კვლევები, ექიმი–სპეციალისტი დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგენიშნებათ მკურნალობა.
უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა