მოგესალმებით,
ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. წითელა მიეკუთვნება ვაქცინით მართვად დაავადებათა რიცხვს.
წითელას პრევენციისათვის, აცრა უნდა ჩატარდეს – 3 თვით ადრე ორსულობამდე.
რაც შეეხება „იოდის და ფოლიუმის მჟავას შემცველი მედიკამენტის“ მიღებას, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაცია მოგცათ შესაბამისმა სპეციალისტმა.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი როგორც წესი, ვითარდება მოწიფულ ასაკში. ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს გამომუშავდება საკუთარი ინსულინი, მაგრამ, როგორც წესი, „არასწორად“, ანუ ორგანიზმი შენელებულად და არასაკმარისად რეაგირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობის მომატებაზე და გამოყოფილი ინსულინი არ არის საკმარისი გლუკოზის სრულად ასათვისებლად.
მეორე მექანიზმის მიხედვით, კუნთოვანი და ცხიმოვანი უჯრედები ვერ ახერხებენ მთელი გამოყოფილი ინსულინის, ანუ ინსულინის ნორმალური რაოდენობის გამოყენებას. ასეთ მდგომარეობას ინსულინრეზისტენტობა ეწოდება.
ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელია მემკვიდრული განწყობა.
რაც შეეხება ორსულობის დაგეგმვას, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სადაც დაგხვდებათ თბილი გარემო და მზრუნველი მედ–პერსონალი, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან, ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია საშაბათი და შაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !