საშვილოსნოს ყელის წყლული - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა.შესაძლებელია საშვილოსნოზე წყლულის მოწვა-მოყინვის გარეშე მოიშორო? მირჩიეს ობლეპუხი (ყვითელი მცენარეა) მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული. სწორედ მას ვუწოდებთ ეროზიას. განასხვავებენ ეროზიის შემდეგ სახეობებს: თანდაყოლილს, ჭეშმარიტს და ფსევდოეროზიას.
თქვენს მიერ აღნიშნული "ობლეპუხი" არის აბლიპიხა, ქართულად ქაცვი, მისი ზეთის ტამპონები გინეკოლოგიაში ფართოდ გამოიყენებოდა ძველ დროში , თუმცა სასურველია, დამოუკიდებლად "მეგობრების" რჩევით ექსპერიმენტს ნუ ჩაიტარებთ საკუთარ თავზე და ნუ გაიუარესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა და ექიმი დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია, ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა