მოგესალმებით,
უშვილობის მიზეზი ქალებში ბევრია, მაგალითად:
- შარდსასქესო ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები;
- მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები;
- ფალოპის მილების გაუვალობა;
- ჰიპერპროლაქტინემია;
- ჰორმონული დისბალანსი;
- აუტოიმუნური სისტემური დაავადებები;
- შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები;
- ფსიქოსექსუალური დარღვევები;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ძალიან დიდ როლს თამაშობს უნაყოფობაზე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რომელიც იწვევს სასქესო ორგანოების ანთებით პროცესს, რომელიც ხშირად ფარულად მიმდინარეობს. პროცესი დროთა განმავლობაში საშვილოსნოს მილების ობტურაციას(დახშობას) იწვევს. ასევე გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს ენდოკრინული პათოლოგიები ვინაიდან არც ერთი სხვა სფერო ისე არ არის ჰორმონულ ფონზე დამოკიდებული, როგორც შვილოსნობა.
უშვილობის განვითარებაზე ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს, თქვენს მიერ აღნიშნულმა აბორტმაც (ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა), გამოფხეკისას შესაძლოა დაზიანდეს საშვილოსნოს კედელი და განვითარდეს ენდომეტრიტი, რაც შემდგომ ხელს შეუშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას. გამოფხეკისას ასევე შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს მილების ანთება, ამის შემდეგ კი იზრდება მილების გაუვალობის ჩამოყალიბების რისკი.
21 საუკუნეში უშვილობის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა არსებობს, რასაც დისტანციურად ვერ გიპასუხებთ.
მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" , გაიარეთ კონსულტაცია ექიმ გინეკოლოგთან, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დასახავს თქვენი პრობლემის მოგვარების გზებს.
გვაქვს გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეები, სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით 577 059 900.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!